|
2024-08-30 21:14:24, 458 ნახვა
პოლიტიკა
ტყეშელაშვილი - კანონის შესრულება არ წარმოშობს არავითარ საფრთხეს ორგანიზაციებისთვის
როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კურატორმა, როგორც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირმა, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელმა, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ კანონის შესრულება არ წარმოშობს არავითარ საფრთხეს ორგანიზაციებისთვის, ისინიც ამ წუთებში მოგვმართავენ ჩვენთან სარეგისტრაციოდ, ამიტომ დასაწყისშივე იმის თქმა, კანონს თუ შევასრულებ, ამის გამო მომადგება ზიანი და შეაჩერე კანონიო, აცდენილია ყოველგვარ სამართლებრივ სიბრტყეს, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა. თამარ ტყეშელაშვილმა ანა ნაცვლიშვილის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მინისტრის ბრძანების შეცვლას სამართლებრივი საფუძვლები სჭირდება. ნაცვლიშვილის კითხვა მინისტრის მხრიდან ბრძანების ერთპიროვნულად შეცვლის შესაძლებლობას შეეხებოდა. "ჩვენი ხელწერაა, ამ გუნდის, გნებავთ, პოლიტიკურ განცხადებაში ჩამითვალეთ, როგორც გინდათ, ბელადომანია ჩვენ არ გვაქვს. მინისტრი აქ შიგნით გადის კონსულტაციას, მათ შორის, იმპლემენტაციის თვალსაზრისითაც. ჩართული იყო საჯარო რეესტრი, ჩართულები ვიყავით ყველა ამ ბრძანების შემუშავების პროცესში. ასე არ არის, რომ დაჯდა მინისტრი და მიიღო ბრძანება თავისით, შეადგინა ეს და ის, რომ არავის არ გააცნო და არ შეეკითხა ან მოისმინა მოსაზრება, თუ როგორ აღსრულდება აღნიშნული ბრძანება, ასე არ ხდება ჩვენთან და გავიმეორებ კიდევ ერთხელ, იმისათვის რომ მინისტრის ბრძანება შეიცვალოს, მას სჭირდება სამართლებრივი საფუძვლები და ძალიან უხერხულია, რომ ამ დარბაზში ამდენი საუბარი გვიწევს ამაზე", - განაცხადა თამარ ტყეშელაშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საკონსტიტუციო განხილვაზე.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)