|
2024-08-30 16:33:57, 355 ნახვა
პოლიტიკა
ოდიშარია - არაკვალიფიციურობასთან გვაქვს საქმე თუ დაგვიანებულ ანალიზთან, რომ გამჭვირვალობის კანონი არ არღვევს თანასწორობას?
არაკვალიფიციურობასთან გვაქვს საქმე თუ დაგვიანებულ ანალიზთან, რომ გამჭვირვალობის კანონი არ არღვევს თანასწორობას?- ქარით მოტანილ სხვა არგუმენტებსაც მალე ქარი წაიღებს, განსხვავებით კონკრეტული ბრალდებისგან, რომელსაც ქარიც არ დასჭირდა და სიომ წაიღო,- ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. ოდიშარიას თქმით, მოსარჩელე მხარემ კონსტიტუციის მეთერთმეტე მუხლთან დაკავშირებით მოთხოვნა, რომელზეც ედავებოდნენ, სარჩელიდან თავად ამოიღო. ოდიშარიას განცხადებით, ისმის კითხვა, არაკვალიფიციურობასთან გვაქვს საქმე თუ, დაგვიანებულ ანალიზთან, რომ გამჭვირვალობის შესახებ ქართული კანონი არ არღვევს თანასწორობას? “საზოგადოებისთვის გაუგებარი რჩება, რატომ არის ქართული გამჭვირვალობის კანონი ანტიევროპული, რატომ აქვს კავშირი დემოკრატიის უკან დახევასთან? მათი მსუბუქი არგუმენტები გზადაგზა ქარწყლდება. თითიდან გამოწოვილი არგუმენტი დაახლოებით იმ წონისაა, როგორიც ქარის მოტანილია და რომელსაც ქარი წაიღებს. მაგალითად, კონსტიტუციის მე-11 მუხლი, თანასწორობის შესახებ, რომელზეც გვედავებოდნენ, რომ ვარღვევთ, მათ თავად ამოიღეს და ეს უკვე გახდა სიცილის, ქილიკის საგანი სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციასა თუ, ზოგადად, საზოგადოებაში. მათ თავად გაიწვიეს ის, რითიც ამდენი თვის განმავლობაში ქართული კანონის წინააღმდეგ პოზიციონირებდნენ. ისმის კითხვა, არაკვალიფიციურობასთან გვაქვს საქმე თუ, უბრალოდ, დაგვიანებულ ანალიზთან, რომ გამჭვირვალობის შესახებ ქართული კანონი არ არღვევს თანასწორობას? დანარჩენსაც, ქარით მოტანილ სხვა არგუმენტებსაც მალე ქარი წაიღებს, განსხვავებით კონკრეტული ბრალდებისგან, რომელსაც ქარიც არ დასჭირდა და სიომ წაიღო“,- განაცხადა ოდიშარიამ.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)