|
2024-08-30 15:00:00, 372 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - დღეს ქვეყანაში არანაირი ზღვარი არ არსებობს პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის
კალაძის თქით, დღეს ქვეყანაში არანაირი ზღვარი არ არსებობს პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა. კალაძის თქმით, დღეს ქვეყანაში არანაირი ზღვარი არ არსებობს პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის. "არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შანსი ნულის ტოლია. ამას აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით. არანაირი შანსი არ აქვს ოპოზიციას - გინდ გაერთიანებული დავარქვათ, გინდ გასაერთიანებლები და გინდ ყველა ცალ-ცალკე ავიღოთ. ნულია მათი ფასი და მათი შესაძლებლობები არჩევნებში გამარჯვების. რეალურად, რამდენიმე პარტიას ექნება სურვილი, იბრძოლოს იმისთვის, რომ როგორმე მიუახლოვდეს და გადალახოს საარჩევნო ბარიერი. ეს არის მოცემულობა და ეს ყველაფერი მათაც ძალიან კარგად იციან. მეორე თემა: დღეს ქვეყანაში არანაირი ზღვარი არ არსებობს პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ეს რადიკალიზმი, რომელიც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების სახითაა წარმოდგენილი, ერთი ერთში იმავეს აკეთებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. ერთნი არიან, შეიძლება სხვადასხვა სახელები ერქვას, მაგრამ ერთი მამა ჰყავს ყველას, ერთი პატრონი ჰყავს, რასაც დაავალებენ, იმას აკეთებენ. იგივე თანხების შემოტანა ხდება არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით, კონკრეტული უცხო ქვეყნები და მთავრობები არასამთავრობო ორგანიზაციების სახით აფინანსებენ რადიკალიზმს, ექსტრემიზმს ქვეყანაში, რევოლუციურ სცენარს. ვიცით ეს ყველაფერი, გვაქვს ამაზე ინფორმაცია, კონკრეტული ფაქტები გვაქვს და კანონის ფარგლებში ყველაფერს მოჰყვება რეაგირება", - განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, უცხო ქვეყნები პირდაპირ უხეშად ერევიან ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში. "თუ ადრე გვიმალავდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებდნენ მძიმე სენით დაავადებული ბავშვების ტრენინგებისთვის, დღეს უკვე ესეც აღარ სჭირდებათ, ყველანაირი ნიღაბი ჩამოხსნილი აქვთ. „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, მოახერხა, რომ ყველას ვაჩვენეთ რეალურად რას წარმოადგენს ოპოზიცია, რას წარმოადგენენ ეს კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები და ჩვენი ე.წ. მეგობრები დასავლეთიდან, რომლებიც პირდაპირ აფინანსებენ რევოლუციურ სცენარს, ექსტრემიზმს, ოპოზიციურ საარჩევნო კამპანიას არასამთავრობოების გავლით და ჩართულობით. ეს არის ძალიან მძიმე", - განაცხადა კალაძემ.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)