02:42 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-29 12:12:22, 298 ნახვა

პოლიტიკა
მიქანაძე - მიმდინარეობს კონსულტაციები საპატრიარქოსთან თუ როგორ შეიძლება ქართული ეკლესიის როლი კიდევ უფრო წარმოჩინდეს საქართველოს კონსტიტუციაში

მოგეხსენებათ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით სახელმწიფო ინსტიტუტები და მართლმადიდებლური ეკლესია არის სრულიად უსამართლო და მიზანმიმართული კამპანიის სამიზნე და ხდება ეკლესიაზე და ასევე სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა. ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ასეთი ფაქტი არაერთხელ განხორციელდა ეკლესიის წინააღმდეგ.

“ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაგვეწყო კონსულტაციები საპატრიარქოსთან იმის თაობაზე თუ როგორ შეიძლება ქართული ეკლესიის როლი კიდევ უფრო წარმოჩინდეს საქართველოს კონსტიტუციაში, გამყარდეს ეს ყველაფერი, მაგრამ არამც და არამც ეს არ ეხება რაიმე ფორმით ეკლესიის დამოუკიდებლობის შეზღუდვას.

გახსოვთ თქვენ, როდესაც პოლიტსაბჭომ გაასაჯაროვა ტექსტი და იქ ჩამოთვლილი იყო პუნქტები თუ რატომ ვთხოვთ ჩვენს ამომრჩეველს კონსტიტუციურ უმრავლესობას, იქ იყო მეოთხე პუნქტი, რომელზეც ვთქვით, რომ ჯერჯერობით მიმდინარეობს კონსულტაციები და იქიდან გამომდინარე რა შეთანხმება იქნება, ამის შემდეგ უკვე საზოგადოებას ეცნობება.

ეს კონსულტაციები გრძელდება, თუმცა საუბარი შეეხება მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციაში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიციების განმტკიცებას, მისი როლის სათანადოდ და სრულფასოვნად აღიარებას საქართველოს ისტორიის, ქართველი ხალხის, ჩვენი ყოფადობის წინაშე და აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ არამც და არამც ეს კონსულტაციები არანაირი ფორმით არ გამოიწვევს, თუ კი გადაწყვეტილება შეჯერდება და იქნება მიღებული, რაიმე ფორმითაც კი არ გამოიწვევს ეკლესიის დამოუკიდებლობის შეზღუდვას“,- განაცხადა მიქანაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics