09:24 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-27 15:19:39, 378 ნახვა

მსოფლიო
არაბთა გაერთიანებული საამიეროები - მოვითხოვთ, პაველ დუროვს, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, საჭირო საკონსულო მომსახურებაზე წვდომა ჰქონდეს

არაბთა გაერთიანებული საამიროები საფრანგეთისგან მოითხოვს, რომ Telegram-ის დამფუძნებელ პაველ დუროვთან წვდომა ჰქონდეს. ამის შესახებ არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო უწყების წარმომადგენელმა, აფრა ალ-ჰამელიმ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აბუ-დაბი ყურადღებით აკვირდება დუროვის საქმეს და აპირებს, სასწრაფო წესითყველა საჭირო საკონსულო მომსახურება გაუწიოს.

“არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქეების კეთილდღეობა, მათი ინტერესების დაცვა და მხარდაჭერის ყველა ასპექტის უზრუნველყოფა არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავარი პრიორიტეტია“,- აცხადებენ არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი 24 აგვისტოს პარიზის აეროპორტში დააკავეს. როგორც პარიზის პროკურატურაში აცხადებენ, დუროვი საფრანგეთში კიბერდანაშაულის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
CNN: აშშ-მ ირანთან ომისთვის „პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო კომპლექსების მარაგის 50% გამოიყენა
უკრაინის მიერ ნავთობის წარმოების დაზიანების ან განადგურების შემდგომ, რუსეთი ბენზინის წარმოების სახელმწიფო დაგეგმვის სისტემას აღადგენს
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics