2024-08-27 12:55:17, 371 ნახვა
მსოფლიო
ჯონ კირბი - ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისთვის მოლაპარაკებები გრძელდება
თეთრი სახლის განცხადებით, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისთვის მოლაპარაკებები გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ აღნიშნა, დისკუსიები მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში სამუშაო ჯგუფების დონეზე გაგრძელდება, რათა კონკრეტულ საკითხებზე შეჯერება მოხდეს. აქვე დასძინა, რომ ერთ-ერთი საკითხი, მძევლების გაცვლა იქნება.
“მოლაპარაკებებში, ფაქტობრივად, მიღწეულია ეტაპი, სადაც მომდევნო ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა სამუშაო ჯგუფების შექმნა, რათა მოხდეს საკითხების უფრო დეტალური დამუშავება“,- განაცხადა კირბიმ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,