|
2024-08-27 11:39:55, 370 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - დავით იოსელიანის ქუჩაზე წყალარინების ქსელი მოეწყო
ნაძალადევის რაიონში, დავით იოსელიანის ქუჩაზე წყალარინების ქსელის მოწყობა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მიმდებარედ მცხოვრებ 270 ოჯახს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდა. "ადგილობრივ მოსახლეობას წყალარინების ქსელების არარსებობა წლების განმავლობაში აწუხებდა. ეს იყო უდიდესი პრობლემა. აღნიშნულ მისამართზე ხუთი მრავალსართულიანი კორპუსია, სადაც 270 ოჯახი ცხოვრობს. სამუშაოები უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე, ცენტრალურ ქსელზე დაერთება მიმდინარეობს. ჯამში, 2 400 მეტრ სიგრძეზე ახალი ქსელი მოეწყო. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება, დაახლოებით, ორი მლნ ლარს შეადგენს“, - განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრებლების თხოვნით, რეკრეაციული სივრცეც მოეწყობა. "გარდა ამისა, როდესაც პროექტის განხორციელებისას ადგილზე ვიმყოფებოდით, მოსახლეობამ გვთხოვა რეკრეაციული სივრცის მოწყობა. ჩვენ დავპირდით, რომ მოვაწყობდით. ამისთვის ტერიტორია მოიძებნა და დაპირება აუცილებლად შესრულდება იმისთვის, რომ შეძლონ დასვენება, განტვირთვა და ვარჯიში“, - აღნიშნა თბილისის მერმა. იოსელიანის ქუჩაზე წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობის სამუშაოები თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით განხორციელდა.
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
ილონ მასკმა უკრაინის შეიარაღებული ძალები Starlink-ის შეტევითი თავდასხმებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა
იტალიაში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა: 400-მდე დემონსტრანტი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)