2024-08-26 20:01:27, 442 ნახვა
მსოფლიო
პაკისტანში შეიარაღებულმა პირებმა 22 ადამიანი მოკლეს
პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთით, ბალოჩისტანის პროვინციაში, მუსა ხელის უბანში შეიარაღებულმა პირებმა 22 ადამიანი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც BBC წერს, თავდამსხმელებმა ავტომაგისტრალზე მოძრავი ავტომობილები გააჩერეს და ის პირები, რომლებიც პენჯაბის რაიონიდან იყვნენ, დახვრიტეს, მათ ავტომობილებს კი ცეცხლი წაუკიდეს.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ბელუჯის გამათავისუფლებელმა არმიამ“ აიღო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,