2024-08-26 17:04:35, 451 ნახვა
მსოფლიო
ლეგენდარული ფეხბურთელი და მწვრთნელი სვენ-გორან ერიკსონი გარდაიცვალა
ინგლისისა და მექსიკის ნაკრებების ყოფილი მთავარი მწვრთნელი სვენ-გორან ერიკსონი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ოჯახზე დაყრდნობით ავრცელებს.
სვენ-გორან ერიკსონის ხელმძღვანელობდა საფეხბურთო კლუბებს - „მანჩესტერ სიტის“, „რომას“, „ფიორენტინას“, „ბენფიკას“, „ბენფიკას“, „სამპდორიას“, „ლაციოს“.
ერიკსონის ბოლო კლუბი კი შვედური „კარლსტადი“ იყო, სადაც ის სპორტული დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
შეგახსენებთ, 2024 წლის იანვარში ერიქსონს პანკრეასის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,