11:03 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-24 17:33:46, 450 ნახვა

მსოფლიო
პოლონეთის პრეზიდენტი - დარწმუნებული ვარ, ომი მალე თავისუფლების გამარჯვებით დასრულდება

დარწმუნებული ვარ, ომი მალე თავისუფლების გამარჯვებით დასრულდება,- ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ კიევში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, როგორც ამას უკრაინული მედია იტყობინება.

დუდას თქმით, უკრაინის დამოუკიდებლობის დღე, გარკვეულწილად მთელი ევროპის დამოუკიდებლობის დღეა, რადგან “უკრაინის დამოუკიდებლობის გარეშე ძნელი წარმოსადგენია დამოუკიდებელი და უსაფრთხო პოლონეთი, ლიეტუვა ან რეგიონის სხვა ქვეყნები“. მან კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა უკრაინას და აღნიშნა, რომ პოლონეთი უკრაინის გვერდით გამარჯვებამდე იქნება.

“ეჭვი არ მეპარებოდა და არც ახლა მეპარება, რომ გაერთიანებული და მამაცი უკრაინელი ხალხი თავისი ბრძოლისუნარიანობით დაიცავს დამოუკიდებლობას. მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკრაინა ებრძვის რუსეთის აგრესიას, იბრძვის არა სიცოცხლისთვის, არამედ დამოუკიდებლობისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს ომი თავისუფლების ძალების გამარჯვებით დასრულდება და ომის სიბნელიდან, ნანგრევებიდან და გადამწვარი ტერიტორიებიდან დაიწყება ახალი სამყაროს შენება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ 20 000 რეისი გააუქმა ავიასაწვავის ფასების ზრდის გამო
დედაზე ძალადობდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, კაცი დააკავეს
სიზრანში დრონის თავდასხმამ საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელი ჩამოანგრია
ყაველაშვილი ასტანაში ტოკაევს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics