05:26 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-23 13:43:33, 397 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე - სენატორი კუნსი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებას

სენატორი კუნსი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებას,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში სენატორ კრის კუნსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, სენატში საქართველოსთან მიმართებაში ორპარტიული მხარდაჭერა არსებობს.

“შევხვდი სენატორ კრის კუნსს, რომელთანაც ძალიან საინტერესო საუბარი მქონდა. სენატორი კუნსი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებას და აღნიშნავს, რომ სენატში არსებობს ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოსთან მიმართებაში, როგორც დემოკრატების, ასევე რესპუბლიკელების მხრიდან.

ის დარწმუნებულია, რომ საქართველოს და აშშ-ის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება, ახალ ნიშნულზე ავა 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან სწრაფად დაიწყება ქმედითი ნაბიჯების გადადგმა საქართველოს და აშშ-ს შორის უვიზო მიმოსვლასთან, თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით, მრავალმილიარდიანი ამერიკული ინვესტიციები შემოვა საქართველოში და შეიქმნება ძალიან ბევრი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი“, - განაცხადა ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics