|
2024-08-23 11:32:29, 379 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია აბაშაში თხილის წარმოების სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა და საქმიანობის ანგარიშს გაეცნო
თხილის წარმოების ხელშეწყობის მიზნობრივ პროგრამას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყება - სოფლის განვითარების სააგენტო მეორე წელია ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, პროგრამას 96 ათასამდე მოსარგებლე ჰყავს, ხოლო პროგრამის ფარგლებში შექმნილ თხილის კადასტრში 45,000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღია რეგისტრირებული. აღნიშნული პროგრამით ფერმერებმა მიმდინარე წელს უკვე მიიღეს, დაახლოებით, 21 მლნ ლარის მიზნობრივი დახმარება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში სამუშაო ჯგუფის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ გააცნო. თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა აგროქულების ბარათებზე დარიცხვას ითვალისწინებს, რომელთა განაღდება ფერმერებს სპეციალიზებულ აგრომაღაზიებში 31 აგვისტომდე შეუძლიათ. სოფლის განვითარების სააგენტო, პროგრამის ფარგლებში, აგროქულებით შეძენილი პროდუქციის რეალიზაციის სისტემურ აღრიცხვას სპეციალური პროგრამის საშუალებით ახორციელებს. "თხილის წარმოების ხელშეწყობის ღონისძიებები რამდენიმე ეტაპად განხორციელდა, მათ შორის იყო სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა, აგროქულების დარიცხვა მეთხილე ფერმერებისათვის. ძალიან მნიშვნელოვანია პროგრამის განათლების კომპონენტი, რომლის ფარგლებშიც, სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ფერმერებს აგროკონსულტაციები გაეწიათ“, - განაცხადა ლაშა შალამბერიძემ. აღსანიშნავი, რომ თხილის ბაღებში აგროვადების გათვალისწინებით ჩატარებული სამუშაოები მნიშვნელოვანი წინაპირობაა ხარისხიანი და უხვი მოსავლის მისაღებად. სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ დაქირავებულმა აგროკონსულტანტებმა 600-ზე მეტი ტრენინგი ჩაატარეს. სპეციალისტებმა ფერმერებს დარგობრივი ცოდნა და რეალურ გამოწვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია გაუზიარეს. სამუშაო შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს გაზრდილია თხილის მოსავალის როგორც ხარისხობრივი, ასევე რაოდენობრივი მაჩვენებლები. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, სამუშაო შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი ესწრებოდნენ.
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)