15:10 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-23 10:59:17, 399 ნახვა

სამართალი
შსს-მ დიდი ოდენობით ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქურდობის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე - 1989 წელს დაბადებული რ.პ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 17 აგვისტოს ბრალდებულმა, თბილისში, სხვადასხვა ქუჩაზე განთავსებულ კრიპტომატში ლამინირებული 100 ლარიანი კუპიურის გამოყენებით, საკუთარ კრიპტოვალუტის საფულეზე - ჯამში 30 900 ლარის ჩარიცხვა განახორციელა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებულს სპეციალური ნიღაბი და ხელთათმანები ეკეთა, რათა მისი იდენტიფიცირება ვერ მომხდარიყო.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად რ.პ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული კრიპტოვალუტა სრულად ამოიღო, ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია ნიღაბი და ხელთათმანი.

გამოძიება დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics