|
2024-08-22 16:45:41, 496 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია ზუგდიდში თხილის შემნახველი და გადამმუშავებლი საწარმოების წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სამეგრელოს რეგიონში მოქმედ თხილის შემნახველი და გადამმუშავებელი საწარმოების წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ, საქართველოს მასშტაბით, ,,გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ფარგლებში, თხილის შემნახველი და გადამმუშავებელი 23 საწარმოს შექმნა თანადაფინანსებულია 10.2 მლნ ლარით, მათ შორის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 12 ახალი საწარმოა შექმნილი; თანადაფინასების ოდენობა 5.6 მლნ ლარს შეადგენს. "სახელმწიფოს მხარდაჭერით შენდება თხილის ახალი ბაღები, იქმნება შემნახველი და გადამმუშავებელი ინფრასტრუქტურა, ფერმერებისათვის ხელმისაწვდომია მხარდაჭერა საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიმართულებით, რაც ექსპორტის გაზრდისა და საექსპორტო ბაზრების გაფართოების წინაპირობაა“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ მწარმოებლებთან გამართულ შეხვედრაზე. სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი გუგუჩიამ შეხვედრაზე ყურადღება დარგობრივი ცოდნის მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ 600-მდე ტრენინგი, რომელიც სახელმწიფოს ხელშეწყობით ჩატარდა, პირდაპირპროპორციულად ისახება წარმოებაზე და თხილის გაუმჯობესებულ ხარისხზე, რაც კონკურენტუნარიანობის აუცილებელი პირობაა. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერის განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხი. პროექტის ,,შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში, თხილის შენახვა-გადამუშავების მიზნობრიობით, საქართველოს მასშტაბით 63 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სესხებია გაცემული; სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 18 მლნ ლარს აღემატება. მათ შორის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, თხილის შენახვა-გადამუშავების მიზნობრიობით 39 მლნ ლარის ღირებულების სესხებია გაცემული, სოფლის განვითარების სააგენტოს დაფინანსება 11.7 მლნ ლარს აღემატება. მეწარმეებთან შეხვედრა თხილის გადამმუშავებელი კომპანიის „NUTSGE“ საწარმოში გაიმართა. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე ესწრებოდა.
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)