|
2024-08-22 13:01:59, 290 ნახვა
პოლიტიკა
წყნეთის გზატკეცილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება
ვაკის რაიონში წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, მიმდინარე სამუშაო პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო. "ბაგებში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ახალი ხიდიდან ბაგებისკენ მიმავალი გზა, დოლიძის ქუჩამდე, უკვე ქვედა ფენებშია მოქცეული. აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომუნიკაციების მხრივ ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. პირველ რიგში, მისი განახლება და შეცვლა მოხდა. ამ ეტაპზე, მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად შეცვლილია. ასევე, სანიაღვრე ქსელის მოწყობა და გაზის მილების შეცვლა მიმდინარეობს. გარდა ამისა, ტერიტორიაზე ახალი საპარკინგე ადგილები და ტროტუარები მოეწყობა, რათა ფეხით გადაადგილება კომფორტულად იყოს შესაძლებელი. ახალი მიწისქვეშა ურნები განთავსდება და განათების ბოძები დამონტაჟდება. ელექტროგადამცემი სადენები მთლიანად მიწის ქვემოთ იქნება ჩატანილი. პროექტი ოქტომბრის დასაწყისში მთლიანად დასრულებული იქნება“, - აღნიშნა კალაძემ. სარეაბილიტაციო პროექტის მიხედვით, წყალმომარაგების და წყალარინების ქსელების განახლება დასრულებულია, გაზმომარაგებისა და სანიაღვრე ქსელების მოწყობა რამდენიმე დღეში დასრულდება. ასევე, საჰაერო სადენების მიწისქვეშ განსათავსებლად საჭირო კაბელ-არხები ეწყობა. რამდენიმე მისამართზე დასრულებულია ფერდის დამცავი კედლების მოწყობა, ზოგან კი კვლავ მიმდინარეობს სამუშაოები. აქტიურად მიმდინარეობს მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნების მოწყობის სამუშაოები. პროექტის ბოლო ეტაპზე კიდევ ერთი ფენა ასფალტის საფარი დაიგება. მოეწყობა საფეხმავლო კუნძულები და ტროტუარები, განათების სისტემა, შუქნიშნები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები. დედაქალაქის მერთან ერთად, სამუშაოებს მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი აბუთიძე, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე, „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი დავით ფაჩულია, ასევე, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ტურძელაძე გაეცნენ.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)