12:27 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-22 12:00:25, 365 ნახვა

მსოფლიო
კლინტონი - ტრამპი ძირითადად საკუთარ თავზე საუბრობს და ამბობს „მე“, კამალა ჰარისის ყოველი დღე კი დაიწყება სიტყვით „თქვენ“

რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი მხოლოდ საკუთარ თავზე საუბრობს და ამბობს, “მე, მე, მე“, ხოლო დემოკრატიული პარტიის კანდიდატი კამალა ჰარისი ხალხზე ფიქრობს და ხშირად ამბობს: “თქვენ, თქვენ, თქვენ“,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების 42-ე პრეზიდენტმა, ბილ კლინტონმა დემოკრატიული პარტიის ეროვნულ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, შეერთებული შტატები ნოემბერში მკაფიო არჩევანის წინაშე დადგება.

“როგორც ვხედავ, 2024 წელს საკმაოდ მკაფიო არჩევანი გვექნება. კამალა ჰარისი ხალხისთვის და მეორე კაცი, რომელიც არის “მე, მე, მე“. კამალა ჰარისი იმუშავებს ჩვენი პრობლემების გადასაჭრელად, გამოიყენებს ჩვენს შესაძლებლობებს, შეამსუბუქებს ჩვენს შიშებს და უზრუნველყოფს, რომ თითოეულ ამერიკელს, მიუხედავად იმისა, თუ ვის მისცემს ხმას, ჰქონდეს ოცნებების ასრულების შანსი. კამალა ჰარისი არის ერთადერთი კანდიდატი ამ რბოლაში, რომელსაც აქვს ხედვა, გამოცდილება, ტემპერამენტი, ნებისყოფა და დიახ, დიდი სურვილი, რომ რაღაც გააკეთოს. შეხედეთ, რას აკეთებს მისი ოპონენტი, ის ძირითადად საკუთარ თავზე საუბრობს. როცა მას მოუსმენთ, ნუ დაითვლით ტყუილებს, დაითვალეთ “მე“. ის ამბობს: “მე, მე, მე, მე, მე, მე“. როცა კამალა ჰარისი იქნება პრეზიდენტი, ყოველი დღე დაიწყება ასე: “თქვენ, თქვენ, თქვენ, თქვენ, თქვენ“,- განაცხადა კლინტონმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
Reuters - უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს
ჯო უილსონი: პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
საქართველოს ბანკი დედამიწის დღეს მწვანე ინიციატივებს აჯამებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics