|
2024-08-22 10:43:04, 937 ნახვა
რეგიონი
კასპში სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლებმა სასოფლო-სამეურნეო აღწერასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართეს
კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლებმა 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, შეხვედრაზე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ დეტალურად ისაუბრა აღწერის პროცესებთან დაკავშირებით. "ძირითადი მონაცემების შეგროვება 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე გაგრძელდება, რომლის დროსაც თვითმმართველი ერთეულებისა და დასახლებების მიხედვით მიიღება დეტალური მონაცემები მოსახლეობის რაოდენობისა და მისი შემადგენლობის, ასევე დემოგრაფიული და სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლების შესახებ. რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო აღწერას, ინფორმაცია შეგროვდება შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის შესახებაც. აღწერას ექვემდებარებიან საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში დროებით არ მყოფი პირები, ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობის მიუხედავად საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და ქვეყანაში მყოფი მოქალაქეობის არ მქონე პირები. აღწერის წინასწარი შედეგები გამოქვეყნდება 2025 წლის ივნისში. მოსახლეობის აღწერა საქართველოში 10 წელიწადში ერთხელ ტარდება, ქვეყანაში ბოლო აღწერა 2014 წელს ჩატარდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)