08:33 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-22 10:39:01, 622 ნახვა

ომი უკრაინაში
The Wall Street Journal - რუსმა გენერალმა, ლაპინმა უკრაინის შეტევამდე ცოტა ხნით ადრე, კურსკის რეგიონში საზღვრის დაცვა შეასუსტა

რუსმა გენერალურმა პოლკოვნიკმა ალექსანდრ ლაპინმა, რომელიც კურსკის ოლქის უსაფრთხოებას კურირებდა, უკრაინის ოპერაციამდე რამდენიმე თვით ადრე დაშალა საბჭო, რომელიც მოწყვლადი სასაზღვრო რეგიონის დაცვით იყო დაკავებული.  ამის შესახებ ინფორმაციას  The Wall Street Journal- ავრცელებს.

რუსული დაზვერვის ოფიციალური პირის თქმით, "ამ გაზაფხულზე მოსკოვის მიერ დანიშნული ახალი სამხედრო, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე ლაპინი აცხადებდა, რომ მხოლოდ სამხედროებს აქვთ ძალა და რესურსები რუსეთის საზღვრის დასაცავად.

გამოცემა წერს, რომ "რა თქმა უნდა, თავად ლაპინს არ გაუღია კარი რუსეთის ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველი უცხოური შემოჭრისთვის “. მაგრამ მიზეზი იყო ხალხის კრიტიკული დეფიციტი, ისევე როგორც შეცდომა, რომელიც დამახასიათებელია რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობისთვის, რომელიც ხშირად არ აცნობიერებს ბრძოლის ველზე არსებულ რეალობას.

WSJ აღნიშნავს, რომ უცნობია, დაეხმარებოდა თუ არა ლაპინის მიერ დაშლილი უწყებათაშორისი საბჭო (რომელშიც შედიოდნენ სამხედრო ოფიცრები და ადგილობრივი და რეგიონული უსაფრთხოების წარმომადგენლები) მოსკოვის  მხრიდან კოორდინირებული პასუხის გაცემას. მაგრამ რეაგირებაზე პასუხისმგებელი ცენტრალიზებული ორგანოს გარეშე, მოსკოვის მცდელობები კიევის ძალების განდევნაზე ჯერჯერობით ქაოტური და არაეფექტური იყო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არ უპასუხია კომენტარზე WSJ-ის მოთხოვნისთვის. უწყებას ასევე არ გაუვრცელებია განმარტება, თუ რატომ დაუშვა უკრაინულ ჯარების მიერ რუსეთის საზღვრის გადაკვეთა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics