2024-08-22 09:29:36, 378 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენსა და ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
ამერიკის შეერტებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების ხელშეწყობის გზებზე ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ესაუბრა.
თეთრი სახლის ცნობით, სატელეფონო საუბარში ჩართული იყო აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, კამალა ჰარისი.
"პრეზიდენტი ბაიდენი ესაუბრა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს. საუბრისას განიხილეს ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება, ასევე დიპლომატიური ძალისხმევა რეგიონალური დაძაბულობის დეესკალაციისთვის", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,