2024-08-22 09:03:28, 333 ნახვა
მსოფლიო
რომში ტყის ხანძარს ებრძვიან - არიან დაშავებულები
რომში, ტორე სპაკატას მდელოზე, ტყის ხანძარს ებრძვიან, დაშავებულია ოთხი მაშველი. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ტყის ხანძარი რომში, ცინეჩიტას სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე გარეუბანში გაჩნდა.
“მეხანძრეების თქმით, სამაშველო სამუშაოების დროს მძიმედ დაშავდა მეხანძრე და სამი მოხალისე, მათ შორის ერთი ქალი, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,