2024-08-21 17:44:30, 470 ნახვა
მსოფლიო
ბოსნია-ჰერცეგოვინის ერთ-ერთ სკოლაში სროლას, 3 ადამიანი ემსხვერპლა
ბოსნია-ჰერცეგოვინის ერთ-ერთ სკოლაში სროლას, სულ მცირე, 3 ადამიანი ემსხვერპლა, შემთხვევა ქალაქ სანსკი მოსტში მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით,გარდაცვლილები სკოლის დეკანი, მდივანი და მასწავლებელი არიან.
სროლა თავდამსხმელის მიერ სკოლის ადმინისტრაციასთან უთანხმოებას მოჰყვა.
მამაკაცმა სკოლის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა, რის შემდეგაც თვითმკვლელობა სცადა, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,