2024-08-21 17:03:36, 403 ნახვა
მსოფლიო
ნარენდრა მოდი - კიევში ვიზიტისას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პერსპექტივების გაზიარებას ვგეგმავ
კიევში ვიზიტისას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პერსპექტივების გაზიარებას ვგეგმავ,- ამის შესახებ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ განაცხადა.
მოდი პოლონეთში ვიზიტის შემდეგ უკრაინას ეწვევა, მისი ვიზიტი 1991 წელს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ პირველი იქნება.
“მოუთმენლად ველოდები შესაძლებლობას, გავაზიარო უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პერსპექტივები. როგორც მეგობრები და პარტნიორები, ჩვენ ვიმედოვნებთ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის სწრაფ აღდგენას“,- აღნიშნა მოდიმ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,