|
2024-08-21 16:11:23, 329 ნახვა
პოლიტიკა
ოდიშარია - „ტვ პირველის“ ჟურნალისტმა, ნინო ღვედაშვილმა პირადი წყენიდან გამომდინარე შექმნა ნიუსი, რომლითაც დაამახინჯა ჩემი ნათქვამი
დაკავებულ პირებთან დაკავშირებით ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებისგან განსხვავებით, სიყალბეს და ფეიქ ნიუსს ავრცელებს, პირადი წყენით თუ დამოკიდებულებით გამსჭვალული, ზედ დამატებული არაპროფესიონალიზმით და არაკეთილსინდისიერებით გამორჩეული "TV პირველის" ჟურნალისტი ნინო ღვედაშვილი, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე". ოდიშარია მისი კომენტარის სრულ ვერსიას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ "ტყუილი მალე აშკარავდება". “დაკავებულ პირებთან დაკავშირებით ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებისგან განსხვავებით, სიყალბეს და ფეიქ ნიუსს ავრცელებს, პირადი წყენით თუ დამოკიდებულებით გამსჭვალული, ზედ დამატებული არაპროფესიონალიზმით და არაკეთილსინდისიერებით გამორჩეული TV პირველის ჟურნალისტი ნინო ღვედაშვილი. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ის არ ყოფილა ჟურნალისტი, რომელმაც მე ინტერვიუ ჩამომართვა ამ საკითხზე. მან კიდევ ერთხელ ვიმეორებ პირადი წყენიდან გამომდიმარე, რომელსაც ემატება მისი არაპროფესიონალიზმი და სამწუხაროდ გამოკვეთილი მიდრეკილება დეზინფორმაციის გავრცელებისაკენ შექმნა ნიუსი რომლითაც დაამახინჯა ჩემი ნათქვამი და გამოხატული პოზიცია. არ ჩამორჩა პრეზიდენტი, რომელიც ჩემს ამ ინტერვიუს უტაქტოდ და უადგილოდ გამოეხმაურა! ეს ჩვეული “რასპასოვკა” ფეიკ ჟურნალისტების და პრეზიდენტის, თუ კოლექტიური ნაცმოძრაობის წევრების მონაწილეობით არახალია! ავიწყდებათ ორივე აქტორს, რომ ტყუილს მოკლე ფეხი აქვს და ის პეპელაზე ნაკლებ ხანს ცოცხლობს. აი მატყუარის და ცილისმწამებლის იარლიყი კი ადამიანს დიდხანს მიყვება ცხოვრებაში ისმის კითხვა: ვინ არის ახლა ჩვენს შორის მატყუარა და სამარცხვინო?! თავად გავცემდი პასუხს და დავანამუსებდი კიდეც ფეიკ ნიუსის ავტორს და “ტოპკის”ამწევს, ისევე როგორც ამ “სატოპკის” რეალიზატორს ( სამარცხვინოსგან მესმის ) მგლის თავზე სახარების კითხვას აზრი რომ ჰქონდეს რა თქმა უნდა“,- წერს ოდიშარია.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)