2024-08-21 14:15:53, 384 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის უმაღლესმა რადამ რომის სტატუტის რატიფიცირებას მხარი დაუჭირა
უკრაინის უმაღლესმა რადამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას "უკრაინსკაია პრავდა" ავრცელებს.
შესაბამის დადგენილებას 281-მა დეპუტატმა მისცა ხმა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რომის სტატუტის რატიფიცირების შესახებ კანონპროექტების პაკეტი რადას 15 აგვისტოს წარუდგინა.
ცნობისთვის, რომის სტატუტი, რომლის საფუძველზეც შეიქმნა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, 124 ქვეყანას აქვს რატიფიცირებული.
ავტორი: ექსპრესნიუსი,