12:27 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-21 13:49:33, 368 ნახვა

მსოფლიო
პუტინი ჩრდილოეთ ოსეთის შემდეგ, მოულოდნელი ვიზიტით ჩეჩნეთში ჩავიდა და რესპუბლიკის ლიდერს, რამზან კადიროვს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ ოსეთის შემდეგ, მოულოდნელი ვიზიტით ჩეჩნეთში ჩავიდა, სადაც რესპუბლიკის ლიდერს, რამზან კადიროვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

reuters-ის ცნობით, პუტინი კადიროვთან ერთად  სპეცრაზმის მომზადების რუსულ უნივერსიტეტს ეწვია, სადაც უკრაინის წინააღმდეგ ომში საბრძოლველად ძალებს ამზადებენ.

“თქვენთვის რთულ გადაწყვეტილებას იღებთ. ერთი საქმეა აქ, ტირში სროლა, მეორე კი - საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის საფრთხეში ჩაგდება, თუმცა თქვენ გაქვთ შიდა მოთხოვნილება, დაიცვათ საკუთარი მამული“,-  მიმართა პუტინმა სასწავლებელში გამართული შეხვედრის მონაწილეებს.

პუტინთან შეხვედრისას ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ჩეჩნეთმა უკრაინაში ომის დაწყებიდან ფრონტის ზონაში 47 ათასზე მეტი მებრძოლი გაგზავნა, მათ შორის 19 ათასი მოხალისე - ყველა მათგანმა მომზადება  სპეცრაზმის უნივერსიტეტში გაიარა.

ამასთან, კადიროვის მტკიცებით, ჩეჩნეთს შექმნილი აქვს ათობით ათასი გაწვრთნილი და აღჭურვილი მებრძოლისგან შემდგარი რეზერვი, რომელიც მზად არის “სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ზონაში გაემართოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
Reuters - უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს
ჯო უილსონი: პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
საქართველოს ბანკი დედამიწის დღეს მწვანე ინიციატივებს აჯამებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics