2024-08-20 21:43:24, 762 ნახვა
მსოფლიო
შოლცი - მსოფლიომ უნდა იფიქროს უკრაინაში მშვიდობის მიღწევაზე, თუმცა უკრაინელების მხარდაჭერა არ უნდა შეწყვიტოს
მსოფლიომ უნდა იფიქროს უკრაინაში მშვიდობის მიღწევაზე, თუმცა ამავდროულად არ უნდა შეწყვიტოს უკრაინელების მხარდაჭერა რუსული აგრესიის მოგერიების ძალისხმევაში, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.
შოლცის თქმით, ის და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ერთნაირ აზრზე არიან, რომ რუსეთი უნდა დაესწროს სამშვიდობო სამიტს.
“რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას, რათა მან შეძლოს თავის დაცვა, რათა რუსეთმა ვერ გაიმარჯვოს. მაგრამ ამავე დროს, ჩვენ უნდა ვიფიქროთ მშვიდობის პერსპექტივაზე”, - განაცხადა შოლცმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,