2024-08-20 20:12:34, 839 ნახვა
მსოფლიო
სირსკი - უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქის 93 დასახლებას აკონტროლებენ
უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქის 93 დასახლებას და 1263 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიას აკონტროლებენ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.
სირსკის თქმით, უკრაინულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე, 35 კმ-მდე მანძილზე შეძლეს შესვლა.
"უკრაინული ძალები კურსკის მიმართულებაზე შეტევას ახორციელებენ, რის ფარგლებშიც მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე, სიღრმეში 35 კმ-მდე მანძილზე შესვლა შეძლეს", - განაცხადა სირსკიმ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,