|
2024-08-20 17:50:56, 371 ნახვა
საზოგადოება
ცესკოს განცხადება კომპანია „სმარტმატიკთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე
გვინდა გამოვეხმაუროთ საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკთან“ დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელსაც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასთან არანაირი კავშირი და შემხებლობა არ აქვს. მიუხედავად ამისა, ჩვენი დაკვირვებით ხორციელდება მისი მანიპულაციურად გამოყენება უწყებისა და ელექტრონული არჩევნების ნეგატიურ კონტექსტში წარმოსაჩენად და უსაფუძვლო აღქმების შესაქმნელად. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. ცესკოს ცნობით, საქმე ეხება კომპანია „სმარტმატიკის“ რამდენიმე წარმომადგენლის მიმართ დაწყებულ დავას. როგორც თავად მედიის მიერ მომზადებულ მასალებშიც არის აღნიშნული, „სმარტმატიკის“ ინფორმაციით დავა მიმდინარეობს არა კომპანიის, არამედ კონკრეტული პირების წინააღმდეგ, რომლებიც ამ ეტაპზე გათავისუფლებული არიან „სმარტმატიკიდან“. "მიუხედავად იმისა, რომ ბრალის ადრესატებს არანაირი ფორმალური თუ იურიდიული შემხებლობა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასთან არ ჰქონიათ, შეინიშნება ამ თემით სპეკულირების და საარჩევნო ადმინისტრაციასთან უარყოფით ჭრილში დაკავშირების მცდელობა, რაც იმთავითვე უსაფუძვლოა. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დავის საგანი არ არის თვითონ საარჩევნო ელექტრონული აპარატები და მათი მუშაობა. ამდენად ფაქტი, რომელზეც საუბარია მედიის მიერ გამოქვეყნებულ მასალებში, ვერანაირად ვერ აისახება საქართველოში 26 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე და ვერ დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ აპარატების გამართულ მუშაობას და მის მიმართ სანდოობას. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ამერიკულმა აუდიტორულმა კომპანიამ ,,Pro V&V"-მ ჩაატარა არჩევნებზე გამოყენებული ელექტრონული საშუალებების შესაბამისობის აუდიტი და დაადგინა, რომ საქართველოში გამოყენებული ტექნოლოგიები სრულ თანხვედრაშია ადგილობრივ კანონმდებლობასთან, საერთაშორისო კარგ პრაქტიკასთან და სტანდარტებთან. ამასთან აღსანიშნავია, რომ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით გარანტირებულია კენჭისყრის ყველა ეტაპის გადამოწმება და აუდიტირება, რადგან ყველა ეტაპზე არის ქაღალდის კვალი, ე.წ. „Paper Trail“. ამასთან, კანონის შესაბამისად, ბიულეტენები დაითვლება ხელითაც და მხოლოდ ამის შემდეგ დადგინდება კენჭისყრის შედეგები. აღსანიშნავია, რომ დავა, რომელზეც საუბარია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაში, არის მიმდინარე და რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს, ეს არის გავრცელებულ ინფორმაციაში ხსენებული კონკრეტული პირებისა და კონკრეტული ქვეყნის შემთხვევა და ის გავლენას ვერ მოახდენს ჩასატარებელ არჩევნებზე. არჩევნების მთლიანობის დაცვა მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების გზით აუცილებელია დემოკრატიული სისტემების სიჯანსაღისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ამდენად, მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს, გამოიჩინონ სახელმწიფოებრივი მიდგომა და უსაფუძვლო ბრალდებებით და ინფორმაციით მანიპულირებით ნუ დააზიანებენ საარჩევნო გარემოს. არჩევნები საერთო საქმეა და არჩევნების მოდერნიზების უმნიშვნელოვანეს პროცესში საარჩევნო ადმინისტრაციასთან ერთად ყველა ჩართულ მხარეს აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)