2024-08-20 17:35:07, 349 ნახვა
მსოფლიო
ენტონი ბლინკენი ეგვიპტეში ჩავიდა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ეგვიპტეში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ბლინკენი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ პროგრესის მიღწევას ცდილობს.
ბლინკენი ეგვიპტის პრეზიდენტს აბდულ-ფათაჰ ალ-სისის და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,