2024-08-20 10:24:22, 420 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენი - არცერთმა მთავარსარდალმა არ უნდა დახაროს თავი დიქტატორის წინაშე, როგორც ტრამპი აკეთებს პუტინის წინაშე
არცერთმა მთავარსარდალმა არ უნდა დახაროს თავი დიქტატორის წინაშე, როგორც ტრამპი აკეთებს პუტინის წინაშე,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დემოკრატიული პარტის ყრილობაზე სიტყვის გამოსვლის დროს განაცხადა.
ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის შიგნით მიღწეულ წარმატებებსა და რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა.
"არცერთმა მთავარსარდალმა არ უნდა დახაროს თავი დიქტატორის წინაშე, როგორც ტრამპი ხრის თავს პუტინის წინაშე. მე არასდროს გამიკეთებია ეს და გპირდებით, კამალა ჰარისიც არასოდეს გააკეთებს ამას“,- აღნიშნა ბაიდენმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,