2024-08-19 14:20:16, 396 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მა და სამხრეთ კორეამ ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთ კორეის ჯარებმა ფართომასშტაბიანი წვრთნები დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც მედია წერს, აღნიშნული წვრთნები ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ მათი ერთობლივი თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
სწავლება მოიცავს როგორც კომპიუტერის სიმულაციურ საომარ თამაშებს, ასევე 40-ზე მეტი სახის საველე წვრთნებს, მათ შორის ცოცხალ სროლას.
სწავლება სახელწოდებით „ულჩის თავისუფლების ფარი“ 11 დღის განმავლობაში, 30 აგვისტომდე გაგრძელდება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,