2024-08-19 09:03:21, 412 ნახვა
მსოფლიო
Reuters - კუნძულ მადეირაზე ტყის ხანძარს ებრძვიან
კუნძულ მადეირაზე ტყის ხანძარს ებრძვიან. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters- ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დაახლოებით 200 მეხანძრე და 38 მანქანაა ჩართული, თუმცა კუნძულზე არსებული მაღალი ტემპერატურა, დაბალი ტენიანობა და ძლიერი ქარი ცეცხლის ჩაქრობას ართულებს.
მადეირას რეგიონული მთავრობის პრეზიდენტის, მიგელ ალბუკერკემის თქმით, დაახლოებით 160 ადამიანია ევაკუირებული.
ამ დროისთვის დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,