13:54 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-18 19:05:13, 611 ნახვა

მსოფლიო
რუსული მედია - პუტინი და ალიევი შეხვედრისას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების დარეგულირების საკითხს განიხილავენ

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების დარეგულირების საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია "რია ნოვოსტი" წერს.

როგორც მედია რუსეთის ლიდერის ბაქოში ვიზიტთან დაკავშირებულ მასალებზე დაყრდნობით იუწყება, მოსკოვი ადასტურებს მზადყოფნას, რომ ერევანსა და ბაქოს შორის ურთიერთობების ნორმალიზების ხელშეწყობა განაგრძოს.

"პრეზიდენტები გაცვლიან მოსაზრებებს რეგიონული და საერთაშორისო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე, კერძოდ, აზერბაიჯანული და სომხური ურთიერთობების დარეგულირების თემაზე... 

მთავარ ამოცანად რჩება სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა, აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის ხელშეწყობა, რეგიონში სატრანსპორტო, ლოგისტიკური და ეკონომიკური კავშირების განბლოკვა 2020-2022 წლების უმაღლეს დონეზე სამმხრივ შეთანხმებებზე დაყრდნობით",- ნათქვამია მასალებში.

შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის აზერბაიჯანში ვიზიტი 18-19 აგვისტოსაა დაგეგმილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics