15:23 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-18 15:36:19, 458 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი - ამბობენ, რომ ჰარისის ყველაზე დიდი უპირატესობა ისაა, რომ ლამაზი ქალია - ამაზე არასდროს მიფიქრია, მე მასზე უკეთ გამოვიყურები

ამბობენ, რომ მისი ყველაზე დიდი უპირატესობა ის არის, რომ ლამაზი ქალია. ამაზე არასდროს მიფიქრია. მე მასზე უკეთ გამოვიყურები,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა და "რესპუბლიკური პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტსა და "დემოკრატიული პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატზე, კამალა ჰარისზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ტრამპმა პენსილვანიის შტატში, ამომრჩევლებთან შეხვედრისას აღნიშნა, ჰარისმა ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო კანდიდატურა "მოპარა" და ბაიდენს ჰარისი "სძულს".

"არასდროს უწოდო ქალს ლამაზი, რადგან ეს შენი პოლიტიკური კარიერის დასასრული იქნება, მაგრამ მე ვამბობ, რომ მე ბევრად უკეთ გამოვიყურები, ვიდრე კამალა. ამბობენ, მისი ყველაზე დიდი უპირატესობა ის არის, რომ ლამაზი ქალია. ამაზე არასდროს მიფიქრია. მე მასზე უკეთ გამოვიყურები",- თქვა ტრამპმა, რომელმაც ჰარისის ეკონომიკური პოლიტიკაც გააკრიტიკა.

"გუშინ კამალამ წარმოადგინა თავისი ე.წ. ეკონომიკური გეგმა. ის ამბობს, რომ პირველივე დღიდან შეამცირებს საკვებისა და საცხოვრებლის ღირებულებას, მაგრამ კამალას პირველი დღე სამწელიწად-ნახევრის წინ იყო",- განაცხადა ტრამპმა.

ექსპრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ კამალა ჰარისთან დებატებს "მოუთმენლად ელის".

შეგახსენებთ, მანამდე, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტსა და საპრეზიდენტო კანდიდატ კამალა ჰარისს ილონ მასკთან ინტერვიუში ლამაზი ქალი უწოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics