03:51 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-18 20:12:39, 659 ნახვა

სამხედრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა საქართველოში აკრედიტებული ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეებს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა საქართველოში აკრედიტებული ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეებს უმასპინძლა. თავდაცვის უწყებაში გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე და საერთაშორისო ურთიერთობის საკითხებში მინისტრის მრჩეველი შოთა ღვინერია დაესწრნენ.

შეხვედრის მთავარი თემა გასულ კვირას ბრიუსელში გამართული ნატოს თავდაცვის მინისტერიალის შედეგების შესახებ ალიანსის წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეების ინფორმირება იყო. თავდაცვის მინისტრმა ატაშეებთან შეხვედრის დროს ვარშავის მომავალი სამიტისთვის მზადების პროცესიც განიხილა.

„ჩვენ პერიოდული შეხვედრების მუდმივ ფორმატზე შევთანხმდით. გასულ კვირას ბრიუსელში თავდაცვის მინისტერიალი იყო, შემდეგ კი ერთ-ერთი ყველაზე დიდი, მიუნხენის კონფერენცია. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი იყო, დაბრუნების შემდეგ ატაშეებთან გაგვემართა დიალოგი იმ საკითხებზე, რომლებზეც მათ მინისტრებთან ორივე ფორმატის ფარგლებში ვისაუბრეთ, ასევე, შეთანხმებებზე, რომელიც შედგა და პროგრესზე, რომელიც ყველამ ერთად უნდა ვაჩვენოთ ვარშავის სამიტამდე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი აზრთა გაცვლა-გამოცვლა, ამით შესაძლებელი გახდა, წერტილები დავსვათ ყველა საკითხზე, რომელიც გასული კვირის განმავლობაში განვიხილეთ“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

უცხო ქვეყნის სამხედრო დიპლომატებს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა იმ ღონისძიებებზეც გაუზიარა ინფორმაცია, რომლებიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ტარდება. პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებმა კი, თავის მხრივ, ქართულ მხარეს არსებითი პაკეტის ფარგლებში მათი დამატებითი კონტრიბუციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics