05:51 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-16 11:02:56, 474 ნახვა

მსოფლიო
ტაივანში 2 ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ტაივანში 2 ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი მეტეოროლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედია იუწყება, გუშინ, 15 აგვისტოს საღამოს ტაივანის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. დღეს კი, 16 აგვისტოს კუნძულის აღმოსავლეთით 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა.

სინოპტიკოსები მოსახლეობას მთიან რაიონებში მეწყერის საშიშროების შესახებაც აფრთხილებენ.

მიწისძვრების შემდეგ ზარალის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ტაივანი მდებარეობს ორი ტექტონიკური ფილის შეერთების მახლობლად და კუნძულზე მიწისძვრები ხშირია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics