|
2024-08-14 17:25:37, 992 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო - უსაფრთხო საცხოვრისი წელს 110-მა ოჯახმა შეიძინა
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს "ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის" პროგრამის ფარგლებში, უსაფრთხო საცხოვრისი, დღეს დამატებით 11-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაცის აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, საკუთრების რეგისტრაციის პროცედურა ბათუმის იუსტიციის სახლში გაიმართა. "პროცესს ადგილზე გაეცნო აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ედუარდ ნაკაშიძე და ოჯახებს ახალი საცხოვრისი მიულოცა. 2024 წელს გაიზარდა პროგრამის ბიუჯეტი და 5 016 840 ლარი შეადგინა. შესაბამისად გაიზარდა თითოეულ ეკომიგრანტ ოჯახზე სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების წილი 50 000 ლარამდე. მიმდინარე წელს სამინისტროს პროგრამით ამ დრომდე 110-მა ოჯახმა უკვე ისარგებლა. პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ ოჯახებს, რომლებიც რეგისტრირებულები არიან ეკომიგრანტთა მუდმივად განახლებად ერთიან ელექტრონულ ბაზაში და მინიჭებული აქვთ პრიორიტეტულობის ქულა. პროგრამაში ჩართვისთვის ბენეფიციარმა უნდა მიმართოს შესაბამის თვითმმართველ ერთეულს, დაზიანებული საცხოვრებელი ფართის მდებარეობის მიხედვით",- ნათქვამია ინფორმაციაში.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)