|
2024-08-13 13:13:56, 424 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ივანიშვილი და მისის ხელისუფლება მსოფლიომ კრიმინალებად და ქურდებად გამოაცხადა
უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაქტობრივ კრიმინალებად, ქურდებად, ტრანსნაციონალური დანაშაულის თანამონაწილეებად გამოაცხადა მსოფლიომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჰელსინკის კომისიის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, 26 ოქტომბერს "ყველამ ერთად უნდა გამოვგლიჯოთ ხელისუფლება ტრანსნაციონალურ დამნაშავეებს და მსოფლიოში აღიარებულ თაღლითებს". "ჰელსინკის კომისიამ შავით თეთრზე დაწერა, რომ ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება“ ჩართულია ტრანსნაციონალურ დანაშაულში და ამაზე წლების განმავლობაში ვსაუბრობდი მეც და ჩემი მეგობრებიც. საუბარია იმაზე, რომ ქოლ-ცენტრების მეშვეობით მილიარდობით დოლარს იპარავენ ივანიშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები და შემდეგ უკვე ამ შავ ფულს იყენებენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ეს არ არის ჩემი სიტყვები, ეს უკვე ჰელსინკის კომისიამ დაწერა და ეს უკვე ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციაა, ეს არის გამოძახილი იმაზე თუ როგორ ხვდებიან საქართველოში ამერიკელ სენატორებს, კონგრესმენებს. შაჰინთან დაკავშირებით ჩვენ ვნახეთ, რომ მას ბიძინა ივანიშვილი არ შეხვდა, თუმცა ახლა უკვე ვნახეთ ჰელსინკის კომისიის ოფიციალური განცხადება, სადაც შავით თეთრზე წერია მათი კრიმინალური საქმიანობის შესახებ. ეს არის საერთაშორისო გამოძების წინ გადადგმული ნაბიჯი, რაც გულისხმობს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლების წარმომადგენლები თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაქტობრივ კრიმინალებად, ქურდებად, ტრანსნაციონალური დანაშაულის თანამონაწილეებად გამოაცხადა უკვე მსოფლიომ. ბიძინა ივანიშვილს არ ასცდება გასამართლება, არა მარტო ტრანსნაციონალური დანაშაულისთვის, არამედ ქართველი ხალხის გაღარიბებისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვება არის ერთი ხელის გაწვდენაზე, უბრალოდ უნდა დავასრულოთ ყველამ ერთმანეთთან ყოველგვარი დაპირისპირება, ხელი ჩავკიდოთ ერთმანეთს და 26 ოქტომბერს ჩვენს ხალხს მოვუტანოთ გამარჯვება. მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ქართველის ჩართულობით მოვახერხებთ, რომ საქართველო დავუბრუნოთ ქართველ ხალხს და ტრანსნაციონალურ დამნაშავეებს, მსოფლიოში აღიარებულ თაღლითებს გამოვგლიჯოთ ხელისუფლება. ყველა ერთად უნდა დავდგეთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ“,- განაცხადა ხაბეიშვილმა. შეგახსენებთ, ჰელსინკის კომისიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ „ოპოზიციის შევიწროებისთვის „ქართული ოცნება“ თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა".
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)