|
2024-08-12 15:40:11, 381 ნახვა
საზოგადოება
ჩიქოვანი - დღეს ჩვენი თავდადებული ბრძოლა ქვეყნის უანგარო სამსახური, სწორი პოლიტიკა და სტრატეგიაა
დიდგორის ბრძოლიდან 903 წელი გავიდა, დიდგორის ველზე შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა დღესასწაული მიულოცა და სიტყვით გამოსვლისას დიდგორის ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვების სამხედრო-პოლიტიკურ მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ეს იყო საქართველოს ისტორიაში უდიდესი სამხედრო-პოლიტიკური წარმატება, რომელმაც საფუძველი დაუდო ქართული სახელმწიფოს გაძლიერებას და ჩვენი ისტორიის ოქროს ხანას. “დიდგორის ბრძოლა ქართველი კაცის სიმამაცის, სამხედრო ნიჭიერების, სამშობლოსთვის თავგანწირვისა და უდიდესი რწმენის გამოხატულებაა. ჩვენი ქვეყნისთვის დიდგორის ბრძოლა არა მხოლოდ სამხედრო წარმატება, არამედ მრავალწლიანი გონივრული პოლიტიკის ლოგიკური შედეგია, რომელიც დიდი მეფის, დავით აღმაშენებლის მიერ ქვეყნის ეტაპობრივი გაძლიერებისკენ იყო მიმართული“,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა და აღნიშნა, რომ დიდგორის ბრძოლის - „ძლევაი საკვირველის“ მთავარი საფუძველი ეროვნული კონსოლიდაცია, გონივრული საგარეო და საშინაო პოლიტიკა, ქართული ჯარისა და ეკონომიკის განვითარება იყო. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ გამარჯვებისთვის აუცილებელია ქვეყნის მუდმივ გაძლიერებაზე მიმართული, რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკა, ეროვნული და ქრისტიანული ღირებულების განმტკიცება და საზოგადოების სრული კონსოლიდაცია. “დღეს ჩვენი თავდადებული ბრძოლა ქვეყნის უანგარო სამსახურია, სწორი პოლიტიკა და სტრატეგიაა, რითაც ჩვენ შევძლებთ შევინარჩუნოთ მშვიდობა და გავაძლიეროთ საქართველო, ავაშენოთ ძლიერი, ხანგრძლივ მშვიდობაზე ორიენტირებული სახელმწიფო, რაც ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა“,- განაცხადა ჩიქოვანმა.
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ მისი შვილის საკანში ვატო ყიფიანი შევიდა - პენიტენციური ფაქტს უარყოფს - ვიდეო
ფიგურული ციგურაობაში მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრანპრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)