19:15 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-12 11:59:18, 414 ნახვა

საზოგადოება
„თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი“ ორ ახალ პროექტს ახორციელებს

“თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი“ ორ ახალ პროექტს ახორციელებს. 

პროექტების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიაწოდა.

“ერთი წლის წინ მერიის ხელშეწყობით შეიქმნა ახალი თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუცია “თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი“. ფონდი აცხადებს კონკურსებს და გამარჯვებული არტისტების ნამუშევრები ქალაქის სხვადასხვა უბნის საჯარო სივრცეებში დროებით იფინება. უკვე განხორციელდა შვიდი პროექტი და ახლა მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია ორი ახალი პროექტის შესახებ: ვარკეთილში, მეორე მიკრორაიონის ერთ-ერთი კორპუსის სახურავზე, განთავსდა ზურა ჯიშკარიანის ლიტერატურული ტექსტი, ლადო ლომიტაშვილის ძალიან საინტერესო არქიტექტურული დიზაინით. ასევე, ქალაქის ქუჩებში შეგიძლიათ, დაათვალიეროთ ძალიან შთამბეჭდავი ფოტოგამოფენა. მთელი თბილისის მასშტაბით 47 ბილბორდზე შეგხვდებათ ოთხი ახალგაზრდა ქართველი ხელოვანის - ანა ფატლაძის, სანდრო ხუციშვილის, გიორგი შენგელიას და საბა გორგოძის ფოტონამუშევრები“,- განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, პროექტების ზუსტ მისამართებსა და სხვა ინფორმაციას საზოგადოება ფონდის ვებგვერდზე იხილავს. ფონდს ასევე აქვს მრავალმხრივი საგანმანათლებლო პროგრამა სხვადასხვა უბანში არსებული საჯარო და კერძო სკოლებისთვის, ბაღებისთვისა და  უნივერსიტეტებისთვის.

გარდა ამისა, კახა კალაძის ინფორმაციით, ხშირად ტარდება საჯარო ლექციები, ვორკშოფები, შეხვედრები არტისტებთან, სადაც დასწრება თავისუფალია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ მისი შვილის საკანში ვატო ყიფიანი შევიდა - პენიტენციური ფაქტს უარყოფს - ვიდეო
ფიგურული ციგურაობაში მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრანპრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics