|
2024-08-12 11:47:32, 506 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - მელიას თავს რომ დაესხნენ, ამით სამტრედიელებს ხვალიდან ხელფასი მოემატებათ?! - არ მოგბეზრდათ ეს სამარცხვინო მდგომარეობა?!
მაშინ, როდესაც ხალხს უკიდურესად უჭირს და ეს პრობლემები არ გაღელვებს, ცდილობ, მოსახლეობას სანახაობა, ძალადობა და თავდასხმა შესთავაზო,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტია "ახალის" თანათავმჯდომარეზე, ნიკა მელიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა. ხაბეიშვილის განცხადებით, "სხვა რამის შემოთავაზება არ შეუძლია ხელისუფლებას, რომელმაც მმართველობის 12 წელი მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის გამოიყენა". “ნიკა მელიას თავს რომ დაესხნენ, ამით სამტრედიელებს ხვალიდან ხელფასი და შემოსავალი მოემატებათ, თუ ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება?! რამე გაიაფდება და შეღავათი მიეცემა ხალხს?! ცხადია, პასუხი არის - არა! უბრალოდ, სხვა რამის შემოთავაზება არ შეუძლია ხელისუფლებას, რომელმაც მმართველობის 12 წელი მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის გამოიყენა. არ მოგბეზრდათ ეს სამარცხვინო მდგომარეობა?! არ მოგბეზრდათ ძალადობა და ასეთი "შოუების" ყურება?! არ გინდათ, ხელიხელ ჩაკიდებულებმა ჩვენს სამშობლოზე ვიზრუნოთ?! - ცხადია, ყველას გვინდა!“- წერს ხაბეიშვილი.
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)