2024-08-12 09:12:46, 381 ნახვა
მსოფლიო
საბერძნეთში ხანძარს ებრძვიან, საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაცია
საბერძნეთში ტყის ხანძარს ებრძვიან. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
Reuters-ის ცნობით, ხანძარი ათენის მახლობლად, სოფელ აფინში გაჩნდა.
"სიტუაცია სახიფათოა, რადგან ხანძარი ვრცელდება საცხოვრებლებს შორის",- განაცხადა სახანძრო ბრიგადის სპიკერმა, ვასილი ვათრაკოგიანისმა.
ცეცხლის ჩაქრობის პროცესში 250 მეხანძრეა ჩართული. ასევე, ქრობის პროცესში მონაწილეობას იღებს 12-მდე ვერტმფრენი და 16 წყლის ბომბდამშენი თვითმფრინავი. მოსახლეობას სახლების დატოვება მოუწია, ევაკუაციის შესახებ შეტყობინება ახლომდებარე რაიონებმაც მიიღეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,