23:36 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-09 16:09:48, 294 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგია საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტს, ნათია ლოლაძეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ჩართულობით, მწვანე კლიმატის ფონდთან ერთად, დაგეგმილია კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირების მიმართულებით ახალი პროექტის დაწყება, რომელიც ადგილობრივი თემების ჩართულობას ითვალისწინებს.

 შამუგიას განცხადებით, კლიმატის ცვლილებების ფონზე მოსალოდნელი სტიქიური პროცესების პროგნოზირებას და რისკების შემცირების მიმართულებით ღონისძიებების გატარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

"სტიქიური პროცესების პროგნოზირების მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა; დაგეგმილია საინფორმაციო სატელეკომუნიკაციო სისტემების (ICT) დანერგვა, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების და ამინდის პროგნოზის შესახებ გაფრთხილება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გავრცელდეს. სამინისტრო აქტიურად მუშაობს ქვეყნის მასშტაბით გეოლოგიური საფთხეების შეფასების და სტიქიური მოვლენების პრევენციის მიმართულებით. ასევე მნიშვნელოვანია ერთობლივი პროექტების განხორციელება, რადგან ამ კუთხით ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ჰუმანიტარული საზოგადოებრივი გაერთიანებაა, რომლის მიზანიც უმწეო ადამიანების საგანგებო სიტუაციებითა და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული შედეგების დაძლევაში დახმარებაა. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 40 ფილიალს და 15 000 მოხალისეს აერთიანებს.  

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალური მდივანი ნინო ოსეფაიშვილი ესწრებოდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics