|
2024-08-09 10:23:13, 404 ნახვა
საზოგადოება
რაჭაში გარემოსდაცვითი-საგანმანათლებლო პროექტი „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ განხორციელდა
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, რაჭის რეგიონში გარემოსდაცვითი-საგანმანათლებლო პროექტი „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას" განხორციელდა. პროექტში რაჭის რეგიონის 18 საჯარო სკოლის 150-მდე მონაწილე ჩაერთო. მონაწილეები, პროექტის ფარგლებში, პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად, საქართველოს პოპულარულ დაცულ ტერიტორიებს - მარტვილის კანიონს, ოკაცეს კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერს სტუმრობენ. ეკოტურში დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კუსიდიც მონაწილეობდა, რომელმაც მონაწილეებს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, ეკოტურიზმის მიზნებსა და მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია. ეკოტურების განხორციელებაში, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად, ჩართულია რაჭის ეროვნული პარკისა და მარტვილისა და ოკაცესბუნების ძეგლების ადმინისტრაციები, რათა ხელი შეუწყონ მონაწილეებისთვის შემეცნებითი, საინფორმაციო და უსაფრთხო ეკოტურების განხორციელებას. საგანმანათლებლო პროექტის „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას" მიზანია, მონაწილეებმა აიმაღლონ ცოდნა დაცული ტერიტორიებისა და გარემოს დაცვის საკითხებზე. პროექტი დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით მიმდინარეობს, გერმანიის მთავრობის (BMZ/ KfW) პროექტის „ბიომრავალფეროვნება და ადგილობრივი მდგრადი განვითარება საქართველოში" ფარგლებში, საკონსულტაციო კომპანია „გოპას" და „ეკოვიჟენის" ტექნიკური მხარდაჭერით. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ მისი შვილის საკანში ვატო ყიფიანი შევიდა - პენიტენციური ფაქტს უარყოფს - ვიდეო
ფიგურული ციგურაობაში მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრანპრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)