09:40 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-08 16:11:48, 380 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ანაკლიის პორტის პროექტს საფრთხე ხაზარაძე-ჯაფარიძის ხელში ემუქრებოდა, ახლა კი აუცილებლად განხორციელდება

ანაკლიის პორტის პროექტი თავიდანვე მარცხისთვის იყო განწირული და ხაზარაძე-ჯაფარიძემ ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლეს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, აღნიშნულ პროექტს საფრთხე არ ემუქრება და ის აუცილებლად განხორციელდება. 

 „ანაკლიის პორტის პროექტს საფრთხე არ ემუქრება. ის აუცილებლად განხორციელდება. აღნიშნულ პროექტს საფრთხე ემუქრებოდა მაშინ, როდესაც მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ხელში იყო. 

თავიდანვე ძალიან ბევრი კითხვა არსებობდა. იყო საუბარი იმაზე, რომ ეს ადამიანები ამ პროექტის განხორციელებას ვერ შეძლებდნენ და ყველაფერი მარცხისთვის იყო განწირული. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ რამდენჯერმე გადავადება გაუკეთა. მისცა შესაძლებლობა, რომ ეს პროექტი ბოლომდე მიეყვანათ. მათ ეს ვერ შეძლეს და ახლა ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება. საზოგადოებამ უკვე დაინახა, სიმართლე ვის მხარეს არის“, - აღნიშნა კალაძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics