2024-08-08 15:10:03, 386 ნახვა
მსოფლიო
Aljazeera - ისრაელის სამხედრო ოპერაციის დროს, ხან-იუნისში დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა
ღაზას სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის დროს, კარვების დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.
მედიის ცნობით, ხან-იუნისში, სულ მცირე, 27 ადამიანი დაიღუპა.
როგორც მედია წერს, ისრაელელმა სამხედროებმა მასშტაბური ოპერაციის დაწყებამდე ადგილობრივ მცხოვრებლებს და დევნილ პალესტინელებს ბეით-ჰანუნისა და ბეით-ლაჰიას რაიონების დატოვებისკენ მოუწოდეს.
"ჰამასის“ მიერ კონტროლირებად ღაზას სექტორის ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ გასული წლის 7 ოქტომბრიდან, სულ მცირე, 39 677 ადამიანია დაღუპული, 91 645 კი დაშავებული.
ავტორი: ექსპრესნიუსი,