02:50 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-07 12:42:54, 331 ნახვა

საზოგადოება
გიორგი ანწუხელიძის სახელობის კალათბურთის ტურნირის გამარჯვებული თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის გუნდია

საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის „3X3“ კალათბურთის ტურნირი თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ბათუმის ბულვარში გამართული თამაშების ფინალურ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი, ბათუმის მერი - არჩილ ჩიქოვანი, ეროვნული გმირის ოჯახის წევრები და თავდაცვის უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ. 

"გამარჯვებულ გუნდს გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალი თასი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გადასცა. ასევე, შესაბამისი სინჯის მედლებით დაჯილდოვდნენ მეორე და მესამე ადგილებზე გასული გუნდები. 

ტურნირში თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის გუნდები მონაწილეობდნენ. სპორტული ღონისძიების ფარგლებში, ამხანაგური შეხვედრა დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმაც გამართეს. 

ანწუხელიძის სახელობის 3X3 კალათბურთის ჩემპიონატი თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით 2020 წელს დაარსდა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ტარდება. თავდაცვის სამინისტროსა და კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თავდაცვის ძალებში კალათბურთის განვითარების ხელშეწყობას, მწვრთნელების გადამზადებასა და სპორტულ საზოგადოებაში სამხედრო მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს”, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics