16:29 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-18 15:06:03, 562 ნახვა

საზოგადოება
ალასანია ბაჩანა ბრეგვაძეზე - დავკარგეთ ძალიან კარგი ადამიანი, რომელმაც ლიტერატურა და კლასიკოსები შეგვაყვარა

"საქართველომ ძალიან დიდი რესურსი დაკარგა ბ-ნ ბაჩანა ბრეგვაძის სახით", - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარემ, ირაკლი ალასანიამ, ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ბაჩანა ბრეგვაძის სამოქალაქო პანაშვიდზე, განაცხადა.

"დავკარგეთ ძალიან კარგი ადამიანი, რომელმაც ლიტერატურა და კლასიკოსები შეგვაყვარა. ასევე, ძალიან დიდი მოაზროვნე იყო. დარწმუნებული ვარ, კიდევ მრავალი თაობა, სწორედ მისი მოღვაწეობის მაგალითზე გაიზრდება", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ, მას შემდეგ რაც სიონის ტაძარში ბაჩანა ბრეგვაძის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.

შეგახსენებთ, რომ სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოსვენების ცერემონია 14:00 საათზე დაიწყო.

ცნობილი ქართველი მეცნიერი, მთარგმნელი და მწერალი ბაჩანა ბრეგვაძე ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში დაიკრძალება.

ბაჩანა ბრეგვაძის სამოქალაქო პანაშვიდს, საქართფველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics