04:31 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-06 20:17:13, 348 ნახვა

საზოგადოება
ცესკომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.  ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართული შეხვედრის ფარგლებში გიორგი კალანდარიშვილმა  დეტალურად ისაუბრა არჩევნების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრაციის როლზე, საქართველოში არჩევნების ისტორიაზე და იმ სიახლეებზე, რომელიც ტექნოლოგიურ ინტერვენციას უკავშირდება. გიორგი კალანდარიშვილმა ასევე დეტალურად ისაუბრა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე, საგანმანათლებლო პროექტებსა და ცესკოს ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის მიმდინარეობაზეც, რომელიც ამომრჩევლებისთვის ტექნოლოგიების გაცნობას ემსახურება. 

როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, საარჩევნო პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის არჩევნები მნიშვნელოვანი პროცესია. აქტიურ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართვის პირველი ნაბიჯი კი სწორედ საარჩევნო უფლების გამოყენებაა.

შეხვედრის დასკვნითი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდების მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხა. სტუდენტებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბიბლიოთეკაც დაათვალიერეს.

საინფორმაციო შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით, სტუდენტთა მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics