07:43 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-04 12:25:12, 500 ნახვა

მსოფლიო
BBC - აშშ, დიდი ბრიტანეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა საკუთარ მოქალაქეებს ლიბანის დატოვებისკენ მოუწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, შვედეთი და იორდანია მოუწოდებენ საკუთარ მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ლიბანი. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება, მოქალაქეების მიმართ გაფრთხილება ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების საშიშროებას უკავშირდება.

გუშინ, აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ "ის, ვინც ლიბანში დარჩენას გადაწყვეტს, უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ თავის შეფარება დიდი ხნის განმავლობაში მოუწევს". 

დიდმა ბრიტანეთმა კი მოუწოდა მოქალაქეებს, ლიბანი დატოვონ მანამ, სანამ "კომერციული ფრენები ჯერ კიდევ ხორციელდება".

ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლამიმ არ გამორიცხა, რომ რეგიონში ვითარება "სწრაფად გაუარესდეს".

შეგახსენებთ, ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობაა მას შემდეგ, რაც 27 ივლისს, ისრაელის მიერ კონტროლირებად გოლანის მაღლობებზე, ქალაქ მაჯდალ-შამსზე სარაკეტო შეტევა განხორციელდა, რასაც სულ მცირე, 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ისრაელმა თავდასხმაში ბრალი ლიბანში მოქმედ "ჰეზბოლას" დასდო და საპასუხო ზომებითაც დაიმუქრა. თავად დაჯგუფებამ იერიშთან რამე კავშირი უარყო.

30 ივლისს, ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რასაც "ჰეზბოლას" მეთაური ფუად შუქრი ემსხვერპლა.

შუქრის დაღუპვიდან რამდენიმე საათში, ირანის დედაქალაქ თეირანში ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე მოკლეს, რის შემდეგაც ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ირანი ისრაელზე "შურს იძიებდა".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics